ბაღდადში 3 ივლისს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 292-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის მხოლოდ 115 ცხედრის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. 177 დაღუპულის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
დანაღმული სატვირთო მანქანა ერაყის დედაქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ სავაჭრო რაიონში, ელ-ქარადაში აფეთქდა. მალევე მეორე აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
აფეთქებები ერაყის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ფალუჯას ისლამისტებისგან გათავისუფელბიდან ერთ კვირაში მოხდა.
3 ივლისს განხორციელებული თავდასხმა ერაყში 2003 წლიდან ყველაზე სისხლიანი ტერაქტი გახდა.