logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ძნელად წარმოსადგენია, რუსეთმა დაუშვას, რომ საქართველოში NATO დაბინავდეს
- +

8 ივლისი. 2016. 13:00



„ვარშავიდან ჩვენი წარმომადგენლები რომ ჩამოვლენ, ლაპარაკი დაიწყება, ჩვენ ნაბიჯი გადავდგითო, მაგრამ NATO MAP-საც არ გვაძლევს, რადგან გვიფრთხილდება",- ამ სიტყვებით შეაფასა ვარშავის სამიტი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბიფინგზე. თოფაძის განცხადებით, საქართველო NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან რუსეთი ამას არ დაუშვებს.


„თუ გავითვალისწინებთ გაფრთხილებებს NATO-ში შემავალი წამყვანი ქვეყნებისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, როდესაც ისინი გვეუბნებიან, რომ წინააღმდეგები არიან, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, რადგან ანგარიშს გვიწევენ. დიპლომატიურად განაცხადა NATO-ს კავკასიის კურატორმა აპატურაიმ, თქვენ ძალიან აგრესიული ჩრდილოელი მეზობელი გყავთ და ამის გამო თქვენ გიფრთხილდებით, NATO-ში ვერ მიგიღებთო. ჩვენი წარმომადგენლები რომ ჩამოვლენ ვარშავიდან, ლაპარაკი დაიწყება, რომ ჩვენ ნაბიჯი გადავდგით, კიდევ გადავდგით, მივუახლოვდით და ა.შ. , მაგრამ ჩვენ NATO MAP-საც არ გვაძლევს. ძნელად წარმოსადგენია, დიდმა აგრესორმა ქვეყანამ რუსეთმა დაუშვას, რომ საქართველოში NATO დაბინავდეს. NATO-ში 10 წელია ლაპარაკობენ, ვერ მიგიღებთო. როგორ გგონიათ, ჩვენი პატარა ქვეყნის გამო მესამე მსოფლიო ომი ატყდება? ამაზე ვინმე წავა? განა არ გვინდა, რომ NATO-ს წევრი ვიყოთ, უბრალოდ არ გვიღებენ. სურვილსა და რეალობას შორის  დიდი განსხვავებაა", - განაცხადა თოფაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner