ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ ვარშავის სამიტი საქართველოსთვის როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის კუთხით წარმატებული იქნება.
„ჯონ კერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გატარებული რეფორმების წარმატებულობას და, რომ საქართველო NATO-ს სტრუქტურას უფრო უნდა დაუახლოვდეს.
ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ექნება.
სამიტის შემდეგ საქართველო სამხედრო კუთხით გაძლიერდება და სახელმწიფოებრივი ინტერესი უფრო დაცული იქნება. ასევე მას მოჰყვება ეკონომიკური განვითარება",- განაცხადა ბუკიამ.