logo_geo
eng_logo
ანჯეი დუდა: საქართველოსთან თანამშრომლობა აუცილებელია!
- +

8 ივლისი. 2016. 16:19



პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ NATO-ს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა.



თუ ჩვენ ვამბობთ, რომ NATO არის ალიანსი, რომლის როლია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც წევრიანდება ალიანსში და, რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო და პატივსაცემი წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. ამგვარად, მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვყავს, რომელიც მისდევს საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია NATO.

აუცილებელია ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება. ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი შემდეგია - ყველა ქვეყანა არის თავისუფალი და აქვს უფლება, გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, მან უნდა დააკმაყოფილოს წინაპირობები. თუმცა, თუკი მეორე მხრიდან შევხედვათ, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს კარი ღია. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დიახ, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ NATO-ში ის ქვეყნები, რომლებსაც ეს სურთ და, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს. მე მიმაჩნია, რომ NATO- საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა  არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა, თანამშრომლობაზე კი გადის გაწევრიანების გზა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა", - განაცხადა ანჟეი დუდამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner