ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას ვარშავის სამიტს აფასებს. ნიშნიანიძის განცხადებით, საქართველოს MAP-ის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ NATO-სკენ სვლის პროცესი გრძელდება.
„რა თქმა უნდა, MAP-ს არ მოგვცემენ, არ გვაქვს მაგის მოლოდინი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი შედეგი ექნება. NATO-სთან უფრო მეტი თანამშრომლური ურთიერთობა გვექნება. NATO-სკენ სვლის პროცესი გრძელდება და ადრე თუ გვიან შევაღებთ მის კარს",- განაცხადა ნიშნიანიძემ.