ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ესაუბრა. ტყემალაძის განცხადებით, საქართველო დღეს და უახლოეს მომავალში NATO-ს წევრი ვერ გახდება.
„საქართველო ვერც დღეს და ვერც ახლო მომავალში ვერ გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. ამას თავისი ახსნა და მიზეზები აქვს. რაც შეეხება იმას, გავხდებით თუ არა სამომავლოდ NATO-ს წევრი, მომავალი გვიჩვენებს.
ყველა დანარჩენი განცხადება, რომ სამიტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი, წინა შეფასებას სჯობია, MAP-ის გარეშე მიგვიღებენ და ა.შ. არის უბრალოდ რაღაც საკითხების შეფუთვა",- განაცხადა ტყემალაძემ.