“ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ ნებისმიერ მოქალაქეზე მაღლა დგას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგზე. მათ შორის, ნიკა მელიას საქმეზეც იყო გუნდში დისკუსია და მომავალშიც, შესაძლოა, იყოს დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა.
„მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უნდა, საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს. მან თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ოთახში და პრაქტიკულად თვით შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.