საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია NATO-ს სამიტის ფარგლებში გავრცელდა, კერძოდ კი, ამის შესახებ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე მინისტრები მოუთმენლად ელოდებიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესიის გამართვას, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოსადმი NATO-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და შექმნის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას.