logo_geo
eng_logo
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება
- +

9 ივლისი. 2016. 10:46


საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია NATO-ს სამიტის ფარგლებში გავრცელდა, კერძოდ კი, ამის შესახებ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე მინისტრები მოუთმენლად ელოდებიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესიის გამართვას, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოსადმი NATO-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და შექმნის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner