საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკელ სენატორებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, „რესპუბლიკელ" სენატორ ბობ კორკერს (Senator Bob Corker) , ხოლო მოგვიანებით, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, „დემოკრატ" სენატორ ბენჯამენ კარდინს (Senator Ben Cardin) ესაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორებს მადლობა გადაუხადა რეზოლუციის მიღებისთვის, რომელშიც აშშ-ის სენატი NATO-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთ თანადგომას ძალიან აფასებს, განსაკუთრებით, NATO-ს ვარშავის სამიტის დროს.
პრემიერ-მინისტრმა სენატორები საქართველოში მოიწვია. ბობ კორკერმა და ბენჯამენ კარდინმა, გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სტუმრობა მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.