საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა. პრემიერ-მინისტრმა, სტიქის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო.
სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პრემიერი სოფლის მცხოვრებლებსაც ესაუბრა და დახმარებას დაჰპირდა.
ვანის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა. პრემიერთან ერთად ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც იმყოფება.