logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ექიმის ცხოვრებაში, თითოეული კოვიდ-ინფიცრებულის გარდაცვალება დიდ დაღად დარჩება
- +

26 თებერვალი. 2021. 01:15

 

„თითოეული ექიმის ცხოვრებაში დიდი დაღი დარჩება, ჩვენ ჩვენს წილ პასუხიმგებლობას ვგრძნობთ თითოეული გარდაცვლილის და მათი ოჯახის წინაშე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელი და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner