პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ვარშავის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია და ასევე NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხიც განიხილება.
„ჩვენ მრავალი წელია „ღია კარის" პოლიტიკას ვატარებთ და ამ კარს ვაღებთ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თავისუფალი და დამოკრატიული ევროკავშირისა და NATO-ს შექმნის კონცეფცია ჯერ არ დასრულებულა. საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული", - განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.