logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: დეკლარაცია ემსახურება ერთადერთ ამოცანას, გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა
- +

9 ივლისი. 2016. 13:34


თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, NATO-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ვარშავის სამიტზე შედგა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. ასევე ხიდაშელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დეკლარაცია ქართულ-ამერიკული მემორანდუმის მსგავსია.


„2011 წლის შემდეგ NATO-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია მიღებული არ ყოფილა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, ვარშავის სამიტზე დეკლარაცია შედგა. არის ახალი ინიციატივები, რომელიც ზუსტად ისეა, როგორც ქართულ-ამერიკული მემორანდუმი - ემსახურება ერთადერთ ამოცანას, გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთებულია საჰაერო თავდაცვაზე, საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე NATO-ს სისტემაში. ბუნებრივია, აქ საუბარია შავ ზღვაზე, საუბარია იმაზე, რომ საქართველო მიწვეულია სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფორმატზე. საქართველო სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმავს კონკრეტულ იმპლემენტაციას და განხორციელებას შავი ზღვის უსაფრთხოების გეგმის",- განაცხადა ხიდაშელმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner