logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ირაკლი ღარიბაშვილი უშიშარი, პრინციპული, მართალი, კანონის პატივისმცემელი კაცია
- +

27 თებერვალი. 2021. 01:39

 

 

„მოსახლეობას დიდი ხანია ყელში ამოუვიდა ეს არაფრისმომცემი და არაფრისმთქმელი პოლიტიკური შაირობა და კაფიაობა ორ მხარეს შორის, რომელსაც არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და, როგორც ჩანს, არც მოჰყვება“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.

 

„კარგი მომლაპარაკებელი კარგია, მაგრამ დღეს, შექმნილ სიტუაციაში, კარგ მომლაპარაკებელზე უფრო მეტად გვჭირდება პრინციპული, მტკიცე ნებისყოფის, შინაგანდ უშიშარი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელიც იმოქმედებს არა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული თვალთმაქცური და ფარისევლური დღის წესრიგის მიხედვით, არამედ იმოქმედებს კანონის მიხედვით და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს ამ კანონებიდან.

ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ასეთი კაცია _ უშიშარი, პრინციპული, მართალი, კანონის პატივისმცემელი.

რვა წელია ოპოზიციას თავზე ხელს ვუსვამთ, ენის მოჩლექით, დაყვავებით ვესაუბრებით, ტკბილ-ტკბილ დაპირებებს ვაძლევთ, მაგრამ ამაოა ეს ყველაფერი.

საქართველოს ხელისუფლების აქილევსის ქუსლი, მისი სუსტი მხარე, ეს არის ოპოზიციისადმი, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ლოიალური და, ამავე დროს, შემოქმედებითი მიდგომა, რის გამოც, ზოგჯერ, დამნაშავე იმ მუხლით არ ისჯება, რასაც ის ჩადენილი დანაშაულის გამო იმსახურებს.

ასეთმა მიდგომამ ოპოზიციას დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა, გარყვნა, გააზულუქა და, ფაქტობრივად, იმ უზნეო ბავშვს დაამსგავსა, რომელიც იმიტომ ტირის, რომ გასდის“, - წერს ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner