მებაჟე ოფიცრების მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება
-
+
2 მარტი. 2021. 15:55
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას, კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული საქონელი (619 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) გამოავლინეს.
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურების ქვეშ მოექცა.