logo_geo
eng_logo
რასა იუკნევიჩიანე: საქართველო მარტო არ არის, ევროკავშირი მის გვერდითაა
- +

8 მარტი. 2021. 19:48

 

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, საქართველო მარტო არ არის და მის გვერდით დგას ევროკავშირი.

 

როგორ „ქრონიკას“ რასა იუკნევიჩიანემ განუცხადა, საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უდიდესი საქმე გააკეთა თბილისში ჩამოსვლით და განსახილველად მაგიდაზე 6 პუნქტის წარდგენით.

 

„ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს დიალოგის დაწყებისკენ. ქართველების გარეშე და ხაზი მინდა გავუსვა, ორივე მხრიდან ქართველების გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. დიალოგის დასაწყებად და მოლაპარაკებებისთვის საზოგადოებასაც შეუძლია, მოლაპარაკებებისთვის ბიძგი მისცეს.

 

ყველა მხარემ უნდა იფიქროს პასუხიმგებლობაზე, რადგან არ ვფიქრობ, შარლ მიშელმა ბევრჯერ შეძლოს საქართველოში ჩასვლა და ილაპარაკოს, ილაპარაკოს და ილაპარაკოს. პროცესის წინ წასვლელად ქართველებზეა ამ მომენტის მაქსიმალურად გამოყენება. რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი?

 

ეს ნიშნავს ევროკავშირის ძალიან მტკიცე პოზიციას, რომ საქართველო მარტო არ არის. არ იქნება სწორი პოზიცია, თუ საქართველოში რამდენიმე თვეში ვინმე გამოვა და იტყვის, რომ არავის აინტერესებს, რა ხდება საქართველოში. საქართველო არ ხარ მარტო - ამას ამბობს მიშელის ვიზიტი და პრეზიდენტმა ეს თბილისში განაცხადა.

 

ძალიან მაღალ დონეზეა საქართველოს საკითხი აყვანილი. ევროკავშირს სჭირდება საქართველო - ეს იყო პრეზიდენ მიშელის თბილისში განხორციელებული ვიზიტის მთავარი არსი. მოლაპარაკებების დასაწყებად ერთი კვირა საკმარისია და დიდი დროა. ყველაზე სამწუხარო იქნება ამ მომენტის ხელიდან გაშვება და შესაძლებლობის დაკარგვა.

 

თუ მოლაპარაკება არ დაიწყება, ეს აჩვენებს, რომ ქართველები არ არიან მზად, ევროკავშირის მიერ გაწვდილ ხელს უპასუხონ და რთული იქნება რამის გაკეთება. ასე ვიტყოდი, ვერავინ იქნება იმაზე მეტად ქართველი, ვიდრე ქართველი. მე მაქვს მოლაპარაკებების დაწყების იმედი და ამიტომ ვარ აქ. ველაპარაკებით ორივე მხარეს და გვაქვს იმედი. იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ აქ არც მოვიდოდი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა „ქრონიკასთან“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner