„მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებულია, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც მწირი ეკონომიკის, სუსტი ჯანდაცვის სისტემისა და ათასი სხვა პრობლემის მქონე საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჰქონდეს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილიანობის პროცენტი, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პაციენტთა ნაკადები წარმატებულად არ იმართება?!
მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებულია.
როცა ჩვენ ოპონენტებს ამ ციფრებს ვუდებთ, მათი ერთადერთი არგუმენტია, თუ როგორ ვბედავთ გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან და ისრაელთან შედარებას.
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ესენი რომ გაცილებით ძლიერი ქვეყნები არიან და ძირითადი პარამეტრებით, მათ შორის სიკვდილიანობის შემთხვევებით, ჩვენ რომ მაინც უკეთესი შედეგები გვაქვს, ეს ჩვენთვის დასაძრახია თუ პირიქით, უფრო დასაფასებელია?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.