-
+
9 მარტი. 2021. 12:16
კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირება ჩვილის გარდაცვალებით დასრულდა. შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
„იმედინიუსის“ ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როცა ქალს 8 თვის ჩვილი ხელში ეჭირა. დაპირისპირების დროს ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით გარდაიცვალა. ცხედარს ამ ეტაპზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო :