ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ სტუმრები და გადაცემის წამყვანები „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის განცხადებას გამოეხმაურნენ.
„უზნეობის და იდიოტიზმის არაჩვეულებრივი შეზავებაა - „მთავარი არხი“ უყურებს ჩვენს გადაცემას და ავრცელებს „ფეიკნიუსს“ იმასთან დაკავშირებთ, თითქოს ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში იქნება, „იმედში“ ამონტაჟებენო“, - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
„ის „კასტილიანი“ კაცი რომ მამაკაცს აუპატიურებდა სამალავში, კვესიტაძე გვარამიასთან ერთად ამონტაჟებდა და არენდერებდა იმ კადრებს? პარლამენტის სპიკერს, დავით ბაქრაძეს რომ სახლში ვიდეოთვალი და მოსასმენი დაუმონტაჟეს კვესიტაძის მეუღლემ და მისმა მეგობრებმა, ამასაც ამონტაჟებდნენ ეს მანიაკები?!“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.