logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ასოცირების საბჭოს დეკლარაციაში მკაფიოდ არის აღნიშნული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი
- +

21 მარტი. 2021. 01:00

 

 „ასოცირების საბჭოს საბოლოო დეკლარაციაში მკაფიოდ არის აღნიშნული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტვ „იმედს“  განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის ის დებულება და დეფინიცია, რომელიც საქართველოს საბოლოო მიზნის განმსაზღვრელია, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ბრიუსელში ვიკრიბებით ამ ფორმატში და განვიხილავთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროგრესს.

 

მე თითქმის ყველა, წინა შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, კარგად ვიცნობ მიღებული ერთობლივი დეკლარაციის შინაარსს, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს შეხვედრა იყო გამორჩეული, დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითი, ყოვლისმომცველი, უაღრესად დეტალური და მართლაც გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ არის უაღრესად პოზიტიური შეფასებები საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე, ასოცირების იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

 

ასოცირების შეთანხმება მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა, პოლიტიკა, დემოკრატია, მართლმსაჯულება, ეკონომიკა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეფასება, ასევე უსაფრთხოება. ჩვენ, თითოეული მიმართულება განვიხილეთ დეტალურად. ჩვენს გარშემო, რეგიონში შექმნილი სიტუაცია არის უაღრესად ყურადსაღები არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის და პირველ რიგში ევროკავშირისთვის და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ხდებოდა თითოეული ამ მიმართულების შეფასება.

 

პირველ რიგში, ამ დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ეს არის ის დებულება და დეფინიცია, რომელიც საქართველოს საბოლოო მიზნის განმსაზღვრელია, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. ეს კიდევ უფრო იმით არის გამორჩეული, რომ ეს დეფინიცია ჩაიდო წლევანდელ დეკლარაციაში მაშინ, როდესაც საქართველომ გამოაცხადა, რომ 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი დაგვეხმარება და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აღნიშნული მიზნისკენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner