რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია დღეიდან წინაასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.