ავტორი ანა ნონიკაშვილი
„მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა „რესპუბლიკელების" მიმართ, გაცილებით უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა",- ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა და პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში დამოუკიდებლად მიღების გადაწყვეტილება. თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ გიგლა აგულაშვილმა „ქართულ ოცნებაში" გადაინაცვლოს.
„გიგლა აგულაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრზე მეტად იცოდა, რას აკეთებდა და მას გაცილებით მეტი უფლება აქვს „ქართულ ოცნებაში" ყოფნის, ვიდრე იმ ხალხს, ვინც თბილი ქვეყნებიდან მოვიდა",- განაცხადა მეჭიაურმა.