„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.
„თავისუფალი დემოკრატების" სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თანამშრომლობა სამომავლოდ შესაძლებელია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან და მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან". გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა", რომელთანაც არაფერი გვაკავშირებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები" მიესალმება, თუკი რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერის გადალახვას მოახერხებს, თუმცა, შიდა კვლევების შედეგებისა და ანალიზის მიხედვით, ამის შანსი პარტიას არ აქვს.