შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ის არჩევნებისთვის არ ემზადებოდა და იმედოვნებდა, რომ „რესპუბლიკელი" მინისტრები პოსტებზე არჩევნებამდე დარჩებოდნენ. რაც შეეხება იმას, ის იქნება საარჩევნო სიაში თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არ საკითხზე უნდა ჯერ იფიქროს. ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას უახლოეს ორ კვირაში დატოვებს.
„გუშინ მქონდა ძალიან კორექტული საუბარი პრემიერთან. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ მას, ჩვენი ურთიერთობა მაქსიმალურად მეგობრული და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში იყო, მაგრამ მკაფიოდ გამოჩნდა პოზიცია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებას" ურჩევნია, რომ მინისტრები იყვნენ მკაფიოდ გამოკვეთილი თავიანთ პარტიულობაში.
საერთოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პარლამენტის წევრად. მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა, მიყვარს გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილებების რეალიზაცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.