logo_geo
eng_logo
ვაქცინაციის შემდეგ ვლადიმირ პუტინს გვერდითი ეფექტები განუვითარდა
- +

29 მარტი. 2021. 10:37

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ მცირე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

 

„ვაქცინაციის შემდეგ მეორე დილით გავიღვიძე და კუნთებში მცირე ტკივილი ვიგრძენი. თერმომეტრი ავიღე და სიცხე გავიზომე... ტემპერატურა ნორმალური იყო“, - განუცხადა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, იგი ინექციის ადგილას მცირე ტკივილსაც გრძნობდა.

 

ვლადიმირ პუტინი კორონავირუსზე 23 მარტს აიცრა, თუმცა, სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია. პუტინმა არ დააკონკრეტა, სამი რუსული ვაქცინიდან რომელი პრეპარატით აიცრა.

 

რუსეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია გასული წლის დეკემბერში დაიწყო.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე სრული ვაქცინაცია 4.3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner