2030.news-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კენჭს მარტვილში იყრის.
მაჟორიტართა შორის იქნებიან კახა კალაძე და დავით სერგეენკოც. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის კონკრეტულად რომელი ოლქის მაჟორიტარები იქნებიან კალაძე და სერგეენკო.
„ქართული ოცნება" გუნდის ახალ სახეებს 13 ივლისს წარადგენს. საარჩევნო სიის შემადგენლობა და მაჟორიტარ კანდიდატთა ვინაობა კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.