უკრაინის მთავრობამ 10 აპრილიდან აკრძალა რუსეთიდან ხორბლის, ზეთის, სარეცხი საშუალებების, საგაზეთო ქაღალდის, კარტონის, ტუალეტის ქაღალდის, სარკინიგზო ვაგონების ღერძების და წყვილთვლების და უამრავი სხვა საქონლის იმპორტი.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.
აკრძალული იმპორტის სიაშია 25 პროდუქტი.