საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ნინო გოგუაძე „ქართული ოცნების" რიგებს შეუერთდა.
„ახალგაზრდობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ნინო უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ამჟამად გახლავთ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების" თავმჯდომარე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.