გიორგი კვირიკაშვილმა უცხო ენების სპეციალისტი სოფო ქაცარავა „ქართული ოცნების" ერთ-ერთ სახედ წარადგინა.
„ის იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.