ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ახალი სახეების მიმართ დადებითად არის განწყობილი, რადგან გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. ბუკიამ ასევე, მათ წარმატება უსურვათ.
„პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ახალი სახეები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, განათლებით, წესიერებით, ბიოგრაფიით. ახლი სახეები იქნება ახალი სისხლი იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. დადებითად ვარ განწყობილი და ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ",- აღნიშნა ბუკიამ.
ბუკიას განცხადებით, მინისტრების კახი კალაძის, თეა წულუკიანის, დავით სერგეენკოს და ოთარ დანელიას საპარლამენტო სიაში გადანაცვლების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
„არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია. სერგეენკომ როგორც განაცხადა, გამორიცხავს საპარლამენტო ან მაჟორიტარულ სიაში იყოს. ეს ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, არ მგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს.
დაველოდოთ, „ქართული ოცნება" უახლოეს მომავალში დაასახელებს ყველა კანდიდატს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ღირსეულები იქნებიან",- განაცხადა ბუკიამ.