ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნების" ახალი სახეები არიან მაღალი დონის პროფესიონალები",- ასე შეაფასა „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების" ახალი სახეები.
„ქართული ოცნების" ახალი სახეები არიან მაღალი დონის პროფესიონალები, დაჯილდოებულები გუნდურობის მაღალი განცდით. ისინი მოემსახურებიან საქართველოს დიდი პატრიოტიზმის გრძნობით",- აღნიშნა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, მინისტრების - კახი კალაძის, თეა წულუკიანის, დავით სერგეენკოს და ოთარ დანელიას საპარლამენტო სიაში გადანაცვლებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„სიისთვის ბევრი კანდიდატია. მინისტრების ჩართვა არ გახდება საჭირო, მითუმეტეს, რომ საპარლამენტო სიაში ამდენი მინისტრის გადანაცვლება გამოიწვევს მთავრობის ხელახლა დამტკიცების საჭიროებას",- განაცხადა ვოლსკიმ.