logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: გაქცეული სააკაშვილის ისე გეშინიათ, გეგონება აგერ გეჯდეთ
- +

13 აპრილი. 2021. 12:49

 

 

„კარავში უფრო კარგად ვგრძნობთ თავსო რომ იძახით „ევროპული საქართველო“, იგრძნობთ რა თქმა უნდა, მანდატი არ გაქვთ და ვერ შედიხართ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, თამარ ჩერგოლეიშვილთან დებატების დროს განაცხადა.

 

„სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, შენი ქმარი კი უშიშროების მდივანი, ხოლო შენ სტრასბურგში დანოსებს წერდი, მაშინ მე სააკაშვილს ვებრძოდი და არ შემშინებია. შეგიძლია დაგუგლო, ორი ღერი ინგლისური კარგად იცი.

 

ნატოსკენ მიდიოდით 2004, 2005, 2006 წლებში აქ ქვეყანას, რომ ანგრევდით და ხალხს ხოცავდით?

 

თქვენგან საქციელები კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და ამიტომაც გაქვთ 4% და ეგ ოთხიც არ გექნებათ 2024 წელს. პულსი ძლივს გესინჯებათ, ბაქრაძე გაგექცათ - ყველაზე კეთილგანწყობილი, უგულავაც.

 

ამერიკაში რომ თქვეს, ცარიელი პარლამენტი რუსეთის საქმეაო ვის უთხრეს, მე თუ თქვენ?  რიგგარეშე არჩევნები არაა, არც ევროკავშირის და არც ამერიკის მოთხოვნა.

 

სააკაშვილი მართავს საქართველოში პროცესებს და უზრუნველყოფს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდეს. თუ სააკაშვილი არა, აბა ვინ მართავს? ბოკერია? ყველა დადიხართ სააკაშვილის ჭკუაზე. სააკაშვილის ჭკუაზე რომ დადის მთელი ოპოზიცია IRI-ის კვლევით იმიტომ აქვთ 1%.

 

კარავში უფრო კარგად ვგრძნობთ თავსო რომ იძახით „ევროპული საქართველო“, იგრძნობთ რა თქმა უნდა, მანდატი არ გაქვთ და ვერ შედიხართ.

 

სააკაშვილის მონებისგან, მონის ძახილს მე არ მივიღებ. გაქცეული სააკაშვილის ისე გეშინიათ, გეგონებათ აგერ გეჯდეთ. სააკაშვილის სცენარია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდეს“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner