logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: გირაოს გადახდაზე უარის თქმა პრინციპული ნაბიჯი კი არა, პროვოკაციული ბრძოლის ნაწილია
- +

13 აპრილი. 2021. 23:45

 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარღვევაზე, რომელიც ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეში იყო და ეს საზოგადოებამ დაინახა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ კონკრეტული პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ამით კი სახელმწიფოს იწვევდა პროვოკაციაზე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით», - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა «პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საპატიმროდან გამოსვლის გასაღები მელიას ჯიბეში უდევს, მაგრამ ციხიდან არ გამოდის.

 

ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობდა ამ მოვლენების ჯაჭვს „ნაციონალური მოძრაობა“, იმისთვის, რომ ეს შედეგი დადებულიყო. მაგრამ მათ არცერთი პროვოკაცია არ გამოუვიდათ, ყველაფერი ჩაეფუშათ და იმიტომაც არიან ვა-ბანკზე წასული. ჯიბეში უდევს გასაღაბი ციხიდან გამოსვლის და რეალურად ის ციხიდან არ გამოდის.

მარტივი 40 ათასიანი გირაო აქვს გადასახდელი. აი კვანძის გახსნა სად არის. თქვენ ახლა კითხვა დამისვით, რომ სახელმწიფომ დაარღვიოს კანონი, ხაზი გადაუსვას სასამართლოს, იმოქმედოს ისე, როგორც 2012 წლამდე მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უკანონობა ჩაიდინოს. ამ დროს, გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკანორ მელიას დღესვე, 5 წუთში შეუძლია დატოვის დაპატიმრო. გირაოს გადახდაზე უარის თქმა პრინციპული ნაბიჯი კი არ არის, პროვოკაციული ბრძოლის ნაწილია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner