„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება“, -ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მათი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.
„მესმის-ხოლმე ბრალდებები, რომ მსგავსი ვალდებულება ხელშეკრულებაში არ დევს. ეს მცდარია. იქ ფაზების თანახმად არის სწორედ, რამდენი უნდა იყოს დასაქმებული წინასაამშენებლო და რამდენი - საამშენებლო ფაზაზე. ეს არის დაკონკრეტებული ხელშეკრულებაში და ვისაც ხელი მიუწვდება, ეს წერია, თუმცაღა იქ მითითებულია, რომ დასაქმდებიან კვალიფიკაციის შესაბამისად“, - აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.
ამასთან, ღუბიანურმა აღნიშნა, რომ წინასაამშენებლო პროცესში ამჟამად დასაქმებული 400 ადამიანიდან 300 საქართველოს მოქალაქეა.
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.