რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის რუსული ვაქცინის მეორე აცრა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინი კორონავირუსზე 23 მარტს აიცრა, თუმცა სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია. პუტინმა არ დააკონკრეტა, სამი რუსული ვაქცინიდან რომელი პრეპარატით აიცრა.