„სააკაშვილი, რომელიც უკრაინას აფარებს თავს, კარგად აცნობიერებს, რომ ქართველმა ხალხმა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ის დაამარცხა“ , - ამის შესახებ ექსპერტმა ვლადიმერ ბოჟაძემ, postv-ის ეთერში განაცხადა.
„მისთვის ერთადერთი ამოცანაა, არჩევნების, როგორც ინსტიტუციისადმი იყოს უნდობლობა, რადგან ის არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ამიტომაც მას სჭირდება მუდმივად ქაოსი და დესტრუქცია“, - აღნიშნა ბოჟაძემ.