logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: არჩევნები „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება
- +

14 ივლისი. 2016. 11:49



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის ახალი წევრის თამარ ხულორდავა განცხადებით არჩევნები „ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება.



ხულორდავასთვის ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ის მაჟორიტარობის კანდიდატი.

 

 

შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მივიღე. ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი გუნდით, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რამაც პოლიტიკაში მოსვლის ნაბიჯი გადამადგმევინა. გუნდში შემავალი ადამიანების კვალიფიკაციასა და შრომისუნარიანობაში არანაირი ეჭვი არ მეპარება. ჩვენ შევძლებთ, ერთად ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ. პარტიის შანსებს რაც შეეხება, ოპტიმისტურად ვაფასებ და მგონია, რომ არჩევნებიქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner