ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში განაცხადა, რომ მომდევნო წლებში ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
„ამ საღამოს მექნება შესაძლებლობა გავეცნო სასოფლო სამეურნეო პროექტებს. ქართველი ხალხის 50%-მდე პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დასაქმებულია სასოფლო სამეურნეო სფეროში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყობთ 180 მილიონ აშშ დოლარს, სასოფლო სამეურნეო სფეროში ბიზნეს პროექტების ხელშესაწყობად", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.