logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მაქვს რესურსი დავეხმარო „ქართულ ოცნებას“ და გუნდის წევრი ვიყო
- +

ავტორი ანა ფერაძე

14 ივლისი. 2016. 13:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართულ ოცნების" ახალ სახეებზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიის ახალი და ძველი სახეები არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით შევლენ.

 

„ახალი წევრები უკვე ძალიან წარმატებულები არიან. თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ გუნდი წარმატებული იყოს.

 

როგორც ახალი, ისე ძველი წევრები ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ და პარლამენტში უმრავლესობით შევალთ.

 

ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების" სიაში არ ვიქნები. ვფიქრობ, რომ მაქვს რესურსი „ქართულ ოცნებას" დავეხმარო და ვიყო გუნდის წევრი", - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner