logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: რადგან არჩილ ხაბაძის შემცვლელი წარდგენილია, ძალიან სწრაფად მოხდება ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება
- +

14 ივლისი. 2016. 16:10



უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ბათუმში, სასტუმრო „ჰოლტონში" აჭარის მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად მოხდება აჭარის მთავრობის ცვლილება და ფორმირება.



ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. და რადგან წარდგენილია უკვე არჩილ ხაბაძის შემცვლელი, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად მოხდება ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და წარდგენა ახალი კანდიდატების, რომლებიც გააგრძელებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აჭარაში. კონკრეტულ სახელსა და გვარებზე ვერ ვისაუბრებ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდება ამ კანდიდატების დასახელება. ეს პროცესი ერთიან საარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი ტიპის ცვლილებების განხორციელება, რომელიც პასუხობს იმ მთავარ მოთხოვნას რაც სჭირდება მოსახლეობას, სწრაფი რეფორმები, სწრაფი ცვლილებები, ახალი ხედვა, განახლება შემადგენლობის, რომელიც გააძლიერებს მთავრობას და იქნება ძალიან ეფექტური. სწორედ ამ აქცენტებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. არაფერი არ არის გამორიცხული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner