ავტორი თეა ფირცხალავა
მინდა, თხოვნით მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!
ქალბატონო პრეზიდენტო, რამდენადაც მახსოვს, რურუას შეწყალების სანაცვლოდ თქვენ წამოაყენეთ პირობა, რომ უნდა მომხდარიყო შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა მასზე ხელმომწერი პარტიების მიერ, რისი განხორციელებაც დღეს, სამწუხაროდ, კვლავ საფრთხის ქვეშ დგას - დოკუმენტზე ხელმომწერი და არახელმომწერი ოპოზიციის მხრიდან სულ ახალ-ახალი მოთხოვნების წამოყენების გამო, რაც, მთლიანობაში, საქართველოში რუსეთის მიზნების აღსრულებას ემსახურება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე გთხოვთ, სანამ არ იქნება მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ და ზუსტად არ იქნება დაცული მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, თავი შეიკავოთ გიორგი (ჟორიკა) რურუას შეწყალებისგან.
პატივისცემით თეა ფირცხალავა.