logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 მარტი. 2016. 19:15


 

„გაზპრომიც", მითია, რადგან „ნაციონალებში" არანაირი არგუმენტები აღარ არსებობს, რომ რამენაირად ზედაპირზე იტივტივონ. ამიტომ რჩება მითები, „გაზპრომის" და რაღაც „პრომების" შესახებ..." - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 6 მარტს დაანონსებულ აქციას, სახელწოდებით - „ არა გაზპრომს".


პარტიის ორგანიზებით, აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან. 


„ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათი პროტესტი „გაზპრომის" მიმართ მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება. 


„მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს - ეს მხოლოდ მითია. „პრომები" მაშინ უნდა გახსენებოდათ, როდესაც მთელი საქართველო რუსეთს მიჰყიდეს, როდესაც რუსეთის შეკვეთით 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყეს, როდესაც მიწების 25% გადააბარეს, პირდაპირ ხელიდან ხელში მიართვეს და როდესაც რუსული ფულით იკვებებოდნენ... ასე რომ, „გაზპრომის" თემა „ნაციონალური მოძრაობისგან" ეს იგივეა, რომ ბორდელში უმწიკვლობასა და უმანკოებაზე მიდიოდეს ლაპარაკი", - აცხადებს ხაინდრავა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner