საბერძნეთის ხელისუფლებამ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, საკარანტინო შეზღუდვები შეამსუბუქა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ის ბერძნული გამოცემა წერს.
უცხოელ ტურისტებს საბერძნეთში შესვლის უფლება 15 მაისიდან ექნებათ. საბერძნეთის ხელისუფლებას სჯერა, რომ ტურისტები ქვეყანაში დასვენებას უსაფრთხოდ შეძლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკვე გაიხსნა პლაჟები.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ სანაპიროებზე ტურისტებს დისტანცირების ზომების დაცვა მოეთხოვებათ. კერძოდ, ქოლგები უნდა განთავსდეს, სულ მცირე, 4 მეტრის დაშორებით.