logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ევროპის კავშირი საქართველოს ყველა მიმართულებით განვითარებაში ეხმარება
- +

15 ივლისი. 2016. 16:54


ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დროს განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასევე აქვთ ვადა ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, საქართველო ერთმნიშვნელოვნად გამოირჩევა იმ რეფორმებით, რომლებიც განხორციელებულია.


ქუმსიშვილის თქმით, ევროპის კავშირი საქართველოს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით განვითარებაში ეხმარება.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 15 დღის შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმება სრულად ძალაში შევიდა და თითქმის ორწლის თავზე, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის არეალის შეთანხმება ძალაშია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ბენეფიტებზე, სარგებელზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ამ შეთანხმებებიდან და იმ პერსპექტივებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის კავშირი გვეხმარება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით განვითარებაში და ეს არ არის მხოლოდ ვაჭრობა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის სინქრონიზაცია ევროპის კანონმდებლობასთან, ეს არის ფინანსური სექტორი, ეს არის ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, უნდა მოიტანოს ქვეყნის განვითარება, უნდა მოიტანოს ჩვენი ვალუტის სტაბილურობა და ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობაზე", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner