ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მცირდება.
ამასთანავე, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია.
„პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან და იგი არ დასრულდება, სანამ ყველგან არ დასრულდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 163 084 128 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 379 534 ადამიანი გარდაიცვალა.