„დაძაბულობა, რაც იყო, მოულოდნელად განვითარდა მძიმედ და სწრაფად, პრევენცია ალბათ, შეუძლებელი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დმანისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავების დადანაშაულება ამ საკითხში ზედმეტია.
„დმანისის ინციდენტი სამწუხარო და მძიმე სანახავი იყო. არავინ ელოდა, რომ ასეთი განვითარევა მოჰყვებოდა ცალსახად ყოფით საკითხს. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტია, ეს არის ცალსახას ყოფითი, რომელსაც მოჰყვა ემოციური, მძიმე განვითარება და მიხარია, რომ დღის ბოლოს მოხდა სრულად განმუხტვა სიტუაციის. მონაწილე მხარეებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გააცნობიერეს, რომ ასე არ შეიძლება. ვითარება დაწყნარდა და იმედია, რომ არ იქნება არანაირი განვითარება. ეს დაძაბულობა, რაც იყო, მოულოდნელად მძიმედ და სწრაფად განვითარდა და ალბათ, შეუძლებელი იყო ამის პრევენცია და თავიდანვე, პირველ წუთებშივე მობილიზება იმ ძალების, რაც დღის მეორე ნახევარში გახდა საჭირო. ამის წინასწარ განჭვრეტა, ჩემი აზრით, შეუძლებელი იყო, ამდენად, სამართალდამცავების საყვედური და დადანაშაულება, ჩემი აზრით, ზედმეტია“, - განაცხადა სერგეენკომ.