ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო მესამე ტალღის ფაზაში რჩება, თუმცა მკვეთრი აღმავლობა არ შეინიშნება.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი მოსახლეობის პასუხისმგებლობამ და ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ განაპირობა.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის.
„ბოლო 7 დღეში შეიმჩნევა როგორც ახალი შემთხვევების, ისე დადებითობის კლების ტენდენცია. მესამე ტალღა ჯერჯერობით გრძელდება, უბრალოდ ვთვლით, რომ პიკმა გადაიარა. უნდა გაგრძელდეს მაქსიმალურად ყველა რეგულაციის შესრულება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.