logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ტურიზმის სრულფასოვანი და დროული გახსნა უსაფრთხოების სისტემური ზომებით, სწორი გადაწყვეტილება და პრემიერის ძლიერი გზავნილია
- +

21 მაისი. 2021. 15:09

 

 

„ტურიზმის სრულფასოვანი და დროული გახსნა უსაფრთხოების სისტემური ზომებით, სწორი გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის ძლიერი გზავნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს ნაბიჯები ბიზნესთან მიმართებაში პოზიტიურია.

 

„ტურიზმის სრულფასოვანი და დროული გახსნა უსაფრთხოების სისტემური ზომებით, სწორი გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის ძლიერი გზავნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისთვის.

 

პოზიტიურია ფინანსთა სამინისტროს ნაბიჯები ბიზნესთან მიმართებაში, რომელმაც ეკონომიკის აღდგენის პროცესში საგადასახადო სფეროში შემხვედრი ნაბიჯები დააანონსა.

 

ვაქცინებზე წვდომის გაზრდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მხრიდან პროცესის გააქტიურება პირდაპირ აისახება ეპიდვითარებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც თავის მხრივ ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner