„ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მან იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობიანად დასრულდება პროცესები.
„საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. ვითარება სრულად კონტროლდება. ამ წუთის მდგომარეობით, გართულებები მოსალოდნელი არ არის რუსეთის მხრიდან. მთავარია, აღდგეს სტაბილურობა თურქეთში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.